სიახლეები

სახალხო დამცველმა N8 პენიტენციური დაწესებულება და N18 ბრალდებულთა და მსჯავრდებულთა სამკურნალო დაწესებულება მოინახულა

2023 წლის 26 ივლისს სახალხო დამცველი ლევან იოსელიანი N8 დახურული ტიპის პენიტენციურ დაწესებულებასა და N18 ბრალდებულთა და მსჯავრდებულთა სამკურნალო დაწესებულებაში იმყოფებოდა.

სახალხო დამცველი შეხვდა როგორც პატიმრებს, ისე ციხის ადმინისტრაციასა და სამედიცინო პერსონალს. გაესაუბრა მსჯავრდებულებს, გაეცნო მათ საცხოვრებელ პირობებს და დაათვალიერა ორივე დაწესებულების ინფრასტრუქტურა.

სახალხო დამცველის აპარატი სისტემატურად ახორციელებს დახურული ტიპის დაწესებულებების მონიტორინგს. ზედამხედველობას უწევს პატიმართა უფლებრივ მდგომარეობას და სტანდარტებს, რომელიც პენიტენციურმა სამსახურმა უნდა დაიცვას, ასევე განიხილავს დაკავებულთა ინდივიდუალურსაჩივრებს.

სამუშაო საათები: ორშაბათი–პარასკევი 9:00–18:00
ცხელი ხაზი: 1481 (24/7)