სიახლეები

სახალხო დამცველმა კლინიკა „ვივამედში“ განთავსებული პატიმრები მოინახულა

2024 წლის 24 ივნისს სახალხო დამცველმა ლევან იოსელიანმა „ვივამედის“ კლინიკაში განთავსებული პატიმრები მოინახულა, და მათ შორის, საქართველოს მესამე პრეზიდენტს მიხეილ სააკაშვილს შეხვდა.

სახალხო დამცველის განცხადებით, თავისი კომპეტენციიდან გამომდინარე და პაციენტის უფლებების გათვალისწინებით, სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობაზე ვერ ისაუბრებს, თუმცა აშკარა იყო, რომ წინა ვიზიტთან შედარებით ყოფილი პრეზიდენტის მდგომარეობა ბევრად გაუმჯობესებული ჩანს.

მიხეილ სააკაშვილმა, სხვა საკითხებთან ერთან, მადლობა გადაუხადა სახალხო დამცველის აპარატს, რომელიც უკვე რამდენიმე წელია მონიტორინგს უწევს მისი ჯანმრთელობის მდგომარეობას. ლევან იოსელიანმა დაუდასტურა, რომ აპარატი თავისი მანდატის ფარგლებში მის ჯანმრთელობაზე ზედამხედველობას გააგრძელებს.

სახალხო დამცველის თქმით, ამ ეტაპზე „ვივამედში“ 10-მდე პატიმარი გადის მკურნალობას და არცერთ მათგანს მკურნალობის მეთოდებსა და ხარისხთან დაკავშირებით რაიმე სახის უკმაყოფილება არ გამოუთქვამს.

სახალხო დამცველმა ხაზი გაუსვა პენიტენციურ დაწესებულებებში პატიმრების სამედიცინო საჭიროებების განსაზღვრისა და სამედიცინო დაწესებულებაში დროულად გადაყვანის პროცესის გაჭიანურების პრობლემას.

სამუშაო საათები: ორშაბათი–პარასკევი 9:00–18:00
ცხელი ხაზი: 1481 (24/7)