სიახლეები

სახალხო დამცველის აპარატი გლდანის მოვლენებისას დაკავებულთა სავარაუდო უფლებადარღვევის ფაქტებს სწავლობს

22 სექტემბერს სახალხო დამცველის რწმუნებული გლდანში განვითარებული მოვლენების შედეგად დაკავებულ სამივე მოქალაქეს შეხვდა. ერთ-ერთმა დაკავებულმა, ნიკანორ მელიამ ისაუბრა პოლიციის თანამშრომელთა მხრიდან სიტყვიერი და ფიზიკური შეურაცხყოფის ფაქტზე. სავარაუდო არასათანადო მოპყრობის შესახებ სახალხო დამცველის აპარატმა დაუყოვნებლივ აცნობა სპეციალურ საგამოძიებო სამსახურს და სწრაფ და ეფექტიან რეაგირებას ელოდება.

საქართველოს სახალხო დამცველის ინფორმაციით, შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლებმა წვრილმანი ხულიგნობისა და სამართალდამცავთა კანონიერი მოთხოვნისადმი დაუმორჩილებლობის (საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 166-ე და 173-ე) მუხლებით, გლდანში მომხდარი დაპირისპირებისას 3 პირი დააკავეს.

საქართველოს სახალხო დამცველი გააგრძელებს დაკავებულთა სავარაუდო უფლებადარღვევის ფაქტების შესწავლას.

სამუშაო საათები: ორშაბათი–პარასკევი 9:00–18:00
ცხელი ხაზი: 1481 (24/7)