საქართველოს სახალხო დამცველის წერილობითი მოსაზრება ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს მინისტრთა კომიტეტს
2017 წლის 5 სექტემბერს საქართველოს სახალხო დამცველმა წერილობითი მოსაზრება წარუდგინა ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს მინისტრთა კომიტეტს. მოსაზრებაში მიმოხილულია გამოძიების დამოუკიდებლობისა და ეფექტიანობის სტანდარტების რეალიზების საკითხი ქართულ სამართლებრივ სივრცესა და პრაქტიკაში. მოსაზრებაში ასევე მნიშვნელოვანი ადგილი ეთმობა საქართველოს მთავარი პროკურატურის ინსტიტუციური დამოუკიდებლობის საკითხს.