ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი საქართველოს სახალხო დამცველსა და გაეროს განვითარების პროგრამას (UNDP) შორის
2023 წლის 7 აპრილს საქართველოს სახალხო დამცველმა ლევან იოსელიანმა და გაეროს განვითარების პროგრამის (UNDP) მუდმივმა წარმომადგენელმა საქართველოში ნიკ ბერესფორდმა უწყებებს შორის ურთიერთგაგების მემორანდუმს მოაწერეს ხელი.
მემორანდუმი მიზნად ისახავს თანამშრომლობის გაძლიერებას საქართველოში ყველაზე მოწყვლადი ჯგუფების, განსაკუთრებით, შშმ პირთა უფლებების დაცვის გაუმჯობესების მიმართულებით.
შეთანხმების ფარგლებში მხარეები განსაკუთრებულ ყურადღებას გაამახვილებენ: თანასწორობაზე, დისკრიმინაციის აკრძალვაზე და მოწყვლადი ჯგუფების ადამიანის უფლებების დაცვაზე, გაეროს შშმ პირთა უფლებების კონვენციის და შეზღუდული შესაძლებლობების მიმართ ადამიანის უფლებებზე დაფუძნებული მიდგომის პოპულარიზაციაზე, კონვენციის პოპულარიზაციის, დაცვისა და განხორციელების მონიტორინგის ეროვნული მექანიზმისა და მისი საკონსულტაციო საბჭოს გაძლიერებაზე, ასევე, კვლევითი და მონიტორინგის ღონისძიებების განხორციელებაზე.
მემორანდუმის ფარგლებში განხორციელებულ ღონისძიებებთან დაკავშირებით მხარეები გამართავენ საკონსულტაციო შეხვედრებს, გაცვლიან ინფორმაციას და ერთობლივად გააშუქებენ მიღწეულ შედეგებს.