სმენადაქვეითებულ და უსინათლოთა მხარდამჭერი სისტემის შექმნა საქართველოში
2019 წლის 19 ივლისს, საქართველოს სახალხო დამცველის აპარატის და ორგანიზაცია Human DOC-ის ორგანიზებით გაიმართა სამუშაო შეხვედრა, რომელიც საქართველოში სმენადაქვეითებულ და უსინათლო პირთა პრობლემებს მიეძღვნა. ღონისძიებაზე წარმოდგენილ იქნა ინფორმაცია პროექტის „სმენადაქვეითებულ და უსინათლო პირთა მხარდამჭერი სისტემის შექმნა საქართველოში“ შესახებ, რომელიც პოლონეთის რესპუბლიკის საგარეო საქმეთა სამინისტროს დახმარებით საქართველოში ხორციელდება.
შეხვედრის მონაწილეებმა დისკუსიის რეჟიმში განიხილეს არსებული გამოწვევები და მათი გადაჭრის მიზნით სახელმწიფოს მხრიდან გასატარებელი ღონისძიებები.