სიახლეები

შშმ პირთა უფლებების კონვენციის მონიტორინგის საკონსულტაციო საბჭოს სხდომა

2023 წლის 19 დეკემბერს საქართველოს სახალხო დამცველთან არსებული შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა უფლებების კონვენციის პოპულარიზაციის, დაცვისა და იმპლემენტაციის მონიტორინგის საკონსულტაციო საბჭოს სხდომა გაიმართა.

სხდომაზე მისასალმებელი სიტყვით გამოვიდა საქართველოს სახალხო დამცველი ლევან იოსელიანი.

შშმ პირთა უფლებების კონვენციის პოპულარიზაციის, დაცვისა და იმპლემენტაციის მონიტორინგის ფარგლებში განხორციელებულ ღონისძიებებზე და სამომავლო გეგმებზე აპარატის შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა უფლებების დეპარტამენტის უფროსმა ირინე ობოლაძემ ისაუბრა.

შეხვედრაზე განიხილეს მისაწვდომობის მიმართულებით ინფრასტრუქტურული პროექტების მონიტორინგის შედეგები და მისი მნიშვნელობა, სოციალურად დაუცველი სტუდენტის სტატუსთან დაკავშირებული საკითხები, ახლად რეაბილიტირებული ინფრასტრუქტურის მისაწვდომობის ხარვეზები, საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამით გათვალისწინებული სტომატოლოგიური მომსახურების ხარვეზები.

ასევე ისაუბრეს შშმ პირთა საკითხზე ეროვნულ დონეზე მომუშავე საკონსულტაციო საბჭოების საქმიანობასა და მათ ეფექტიანობაზე, შემოსავლების სამსახურის მიერ ანგარიშებისა და ოფიციალური ელექტრონული პლატფორმების მისაწვდომობის საკითხებზე.

სახალხო დამცველთან არსებული საკონსულტაციო საბჭოს მორიგი შეხვედრა ევროკავშირის მიერ დაფინანსებული პროექტის, საქართველოს სახალხო დამცველის აპარატის მხარდაჭერა“ფარგლებში გაიმართა.

სამუშაო საათები: ორშაბათი–პარასკევი 9:00–18:00
ცხელი ხაზი: 1481 (24/7)