სიახლეები

სახალხო დამცველმა საოჯახო სახლებში მცხოვრები შშმ პირები მოინახულა

2018 წლის 3 დეკემბერს, შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით, საქართველოს სახალხო დამცველი ნინო ლომჯარია სოციალური ინკლუზიის მხარდამჭერ ორგანიზაცია „ხელი ხელს“ ეწვია და საოჯახო სახლებში მცხოვრები ბენეფიციარები მოინახულა. ნინო ლომჯარია მათ საცხოვრებელ პირობებს, საჭიროებებს და დამოუკიდებელი ცხოვრებისკენ გადადგმულ ნაბიჯებს გაეცნო.

ორგანიზაციას 5 სახლი აქვს თბილსსა და გურჯაანში და თითოეულ სახლში 5 ადამიანი ცხოვრობს. როგორც ორგანიზაციის ხელმძღვანელებმა აცნობეს სახალხო დამცველს, მიმდინარე წელი მათთვის საკმაოდ რთულად წარიმართა, მწირე დაფინანსების გამო, თუმცა ეს პრობლემაც გადალახეს და ხელისუფლებისგან მომავალი წლიდან თანხის გაზრდის შესახებ დაპირება მიიღეს. შეხვედრაზე სახალხო დამცველმა კიდევ ერთხელ დაადასტურა, რომ მხარს უჭერს საოჯახო ტიპის სერვისების განვითარებას.

თბილისში მდებარე მცირე საოჯახო სახლის მაცხოვრებელი შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირები ნინო ლომჯარიას დღეს თავისი გამომცხვარი ნამცხვრით გაუმასპინძლდნენ.

სამუშაო საათები: ორშაბათი–პარასკევი 9:00–18:00
ცხელი ხაზი: 1481 (24/7)