სიახლეები

სახალხო დამცველმა მარტყოფის შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა პანსიონატი მოინახულა

2023 წლის 13 აპრილს საქართველოს სახალხო დამცველმა ლევან იოსელიანმა და სახალხო დამცველის მოადგილემ ნათია ჯულაყიძემ სსიპ სახელმწიფო ზრუნვისა და ტრეფიკინგის მსხვერპლთა, დაზარალებულთა დახმარების სააგენტოს ტერიტორიული ერთეული - „მარტყოფის შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა პანსიონატი“ მოინახულეს.

სახალხო დამცველი ესაუბრა ბენეფიციარებს, დაათვალიერა პანსიონატის ინფრასტრუქტურა, მათ შორის საცხოვრებელი ფართები, სამზარეულო, სასადილო სივრცე და სველი წერტილები.

დაწესებულების ადმინისტრაციის ხელმძღვანელთან შეხვედრისას სახალხო დამცველმა არსებულ გამოწვევებზე და მათი მოგვარების საჭიროებაზე ისაუბრა.

სამუშაო საათები: ორშაბათი–პარასკევი 9:00–18:00
ცხელი ხაზი: 1481 (24/7)