სიახლეები

სახალხო დამცველმა დუშეთის შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა პანსიონატი მოინახულა

2023 წლის 27 აპრილს საქართველოს სახალხო დამცველმა ლევან იოსელიანმა და სახალხო დამცველის აპარატის წარმომადგენლებმა „დუშეთის შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა პანსიონატი“ მოინახულეს.

ლევან იოსელიანთან ბენეფიციარებმა მათი ცხოვრების ხარისხზე, ჯანმრთელების პრობლემებზე, სახელმწიფოში მოქმედ პროგრამებში ჩართვის საჭიროებებზე ისაუბრეს. ასევე, თავისი მოსაზრებები და დამოკიდებულებები გამოხატეს ამჟამად მიმდინარე შშმ პირთა დამოუკიდებელი ცხოვრებისა და დეინსტიტუციონალიზაციის პროცესთან დაკავშირებით. როგორც ამ საუბრებმა გამოკვეთა, აუცილებელია გაიზარდოს ბენეფიციართა ინფორმირებულობა დეინსტიტუციონალიზაციის არსთან დაკავშირებით.

ვიზიტის ფარგლებში სახალხო დამცველი შეხვდა პანსიონატის ადმინისტრაციის წარმომადგენელს და დაწესებულებების პერსონალს. მათთან ერთად დაათვალიერა სხვადასხვა სივრცეები, მათ შორის, საცხოვრებელი, სასადილო და შრომა-თერაპიის ოთახები.

სამუშაო საათები: ორშაბათი–პარასკევი 9:00–18:00
ცხელი ხაზი: 1481 (24/7)