საქართველოს პარლამენტმა მხარი დაუჭირა გაეროს შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა უფლებების კონვენციის ფაკულტატური ოქმის რატიფიცირებას
საქართველოს სახალხო დამცველი მიესალმება გაეროს შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა უფლებების კონვენციის ფაკულტატური ოქმის რატიფიცირებას, რაც შშმ პირთა უფლებების საერთაშორისო დაცვის მექანიზმებით უზრუნველყოფის გარანტია.
სახალხო დამცველი, კონვენციის რატიფიცირების დღიდან მუდმივად მოუწოდებდა სახელმწიფოს მოეხდინა აღნიშული ოქმის რატიფიცირება, რაც შესაძლებლობას მისცემს ქვეყანაში მცხოვრებ შშმ პირებს უფლებადარღვევის ფაქტებზე გაეროს შესაბამის კომიტეტს მიმართონ.
როგორც ცნობილი გახდა, დღეს, საქართველოს პარლამენტმა მხარი დაუჭირა ამ ძალზედ მნიშვნელოვანი საერთაშორისო შეთანხმების რატიფიცირებას.