შშმ პირთა უფლებების კონვენციის საკონსულტაციო საბჭოს სხდომა
2023 წლის 19 ივლისს საქართველოს სახალხო დამცველმა ლევან იოსელიანმა შშმ პირთა უფლებების კონვენციის პოპულარიზაციის, დაცვისა და იმპლემენტაციის მონიტორინგის საკონსულტაციო საბჭოს განახლებულ შემადგენლობასთან სამუშაო შეხვედრა გამართა.
შეხვედრაზე სიტყვით გამოვიდნენ გაეროს განვითარების პროგრამის (UNDP) ხელმძღვანელის მოადგილე ანნა ჩერნიშოვა და ევროკავშირის დელეგაციის წარმომადგენელი ალექსანდრა ბრაისონ.
სახალხო დამცველის აპარატის შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა უფლებების დეპარტამენტის უფროსმა ირინე ობოლაძემ შეხვედრის მონაწილეებს დეპარტამენტის მანდატის შესაბამისად განხორციელებული და დაგეგმილი ღონისძიებები გააცნო.
მონაწილეებმა განიხილეს შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა უფლებრივ მდგომარეობასთან დაკავშირებული საკითხები.
სახალხო დამცველთან არსებული საკონსულტაციო საბჭოს მორიგი შეხვედრა ევროკავშირისა და გაეროს განვითარების პროგრამის (UNDP) ერთობლივი პროექტის - „ადამიანის უფლებები ყველასთვის - მეორე ფაზის“ მხარდაჭერით გაიმართა.