ანგარიშები

ინკლუზიური განათლება: მიღწევები და გამოწვევები

ანგარიშში საუბარია საქართველოს სახალხო დამცველის აპარატის წარმომადგენლების მიერ საქართველოს 15 საპილოტე საჯარო სკოლებში ჩატარებული მონიტორინგის იდენტიფიცირებულ პრობლემურ საკითხებზე. განხილულია ინკლუზიური განათლების განხორციელების პროცესში არსებული გამოწვევები. კერძოდ, ერთიანი ხედვის, მულტიდისციპლინური და ინდივიდუალური მიდგომის არარსებობა, მოსწავლეების (მათ შორის, შშმ მოსწავლეების) ძალადობისგან დაცვის ეფექტური მექანიზმების დანერგვის, სკოლების სათანადო ინფრასტრუქტურული და ადამიანური რესურსით უზრუნველყოფის მნიშვნელობა.

მონიტორინგმა გამოკვეთა ღონისძიებების გატარების აუცილებლობა, სკოლაში დასაქმებული პირების და მშობლების ცნობიერების ამაღლების მიზნით, როგორც ინკლუზიურ განათლებასთან, ისე სსსმ (შშმ) მოსწავლეების საჭიროებებთან დაკავშირებით.

სამუშაო საათები: ორშაბათი–პარასკევი 9:00–18:00
ცხელი ხაზი: 1481 (24/7)