ანგარიშები

ბიულეტენი - პერიოდული გამოცემა, 2014 წლის სექტემბერი

2014 წლის 9 ოქტომბერს სახალხო დამცველმა #8 საინფორმაციო ბიულეტენი წარმოადგინა, რომელშიც სექტემბრის თვის საქმიანობაა ასახული. ძირითად თემად სექტემბერში სასჯელაღსრულების დაწესებულებებში არსებული მდგომარეობა იქცა. მიუხედავად იმისა, რომ სასჯელაღსრულების დაწესებულებებში წამება აღარა არის დამკვიდრებული პრაქტიკა და ციხეებში სამედიცინო მომსახურებაც გაუმჯობესდა, სამი დღის განმავლობაში სამი მსჯავრდებულის გაურკვეველ ვითარებაში გარდაცვალება კიდევ ერთხელ ადასტურებს, რომ სასჯელაღსრულების სისტემაში პატიმართა სიცოცხლის, ჯანმრთელობისა და უსაფრთხოების დაცვის კუთხით სერიოზული პრობლემებია და გადასახედია ციხეების მართვის პრაქტიკა.

ბიულეტენში ყურადღება გამახვილებულია რელიგიური და სხვა უმცირესობების დაცვის კუთხით არსებულ ვითარებაზე და კერძოდ, ქობულეთის მოვლენებზე. სახალხო დამცველი მიიჩნევს, რომ როდესაც მუსლიმი თემის წარმომადგენლებს უკვე თითქმის ერთი თვეა არ აძლევენ საკუთარი რწმენის და აღმსარებლობის შესაბამისად სწავლების საშუალებას, ხელისუფლების პირდაპირი ვალდებულებაა აღკვეთოს უფლების დარღვევის ფაქტები და იმას, რაც ქობულეთში ხდება, რელიგიური შეუწყნარებლობის ნიშნით ჩადენილი დანაშაულის სახელი დაარქვას.

ბიულეტენში ერთად არის თავმოყრილი სახალხო დამცველის შეხვედრები. ასევე, განცხადებები, შეხედულებები და დამოკიდებულებები ქვეყანაში მიმდინარე მოვლენებისადმი; სახალხო დამცველის აპარატში მიმდინარე ცვლილებები; საერთაშორისო სივრცეში ადამიანის უფლებათა მდგომარეობის კუთხით არსებულ სიახლეები.

სამუშაო საათები: ორშაბათი–პარასკევი 9:00–18:00
ცხელი ხაზი: 1481 (24/7)