შეხვედრა თურქეთის ადამიანის უფლებებისა და თანასწორობის ინსტიტუტის (HREIT) წარმომადგენლებთან
2024 წლის 18 ივლისს საქართველოს სახალხო დამცველის მოადგილემ ირინე ჩიხლაძემ და სახალხო დამცველის აპარატის თანამშრომლებმა ანა კვაჭაძემ, მარიამ მოსეშვილმა, მარიამ თავდგირიძემ და ნინო ბერიშვილმა საინფორმაციო შეხვედრა გამართეს თურქეთის ადამიანის უფლებებისა და თანასწორობის ინსტიტუტის (HREIT) წარმომადგენლებთან.
სამუშაო შეხვედრა მიზნად ისახავდა ინფორმაციის გაცვლას თანასწორობის უზრუნველყოფისა და დისკრიმინაციის აღმოფხვრის მიმართულებით განხორციელებული ღონისძიებების შესახებ. მხარეებმა ერთმანეთს თავიანთი ინსტიტუციების მანდატები, საქმეთა შესწავლის მეთოდოლოგია და პრაქტიკა გააცნეს. შეხვედრის დასასრულს კი, საქმიანი ურთიერთობის გაგრძელებაზე შეთანხმდნენ.
საერთაშორისო და კოლეგა ორგანიზაციებთან დისკრიმინაციის საკითხებზე თანამშრომლობა სახალხო დამცველის აპარატის საქმიანობისთვის მნიშვნელოვან კომპონენტს წარმოადგენს და ამ კუთხით, შესაბამისი ღონისძიებები მომავალშიც აქტიურად გაგრძელდება.