სიახლეები

სამართლებრივი წერის ტრენინგი სახალხო დამცველის აპარატის თანამშრომლებისთვის

2024 წლის 6-8 აგვისტოს საქართველოს სახალხო დამცველის აპარატის თანამშრომლებს, USAID სამართლის უზენაესობის პროგრამის მხარდაჭერით, სამართლებრივი წერის საკითხებზე ტრენინგი ჩაუტარდათ.

ტრენინგი მიზნად ისახავდა აპარატის წარმომადგენლებისთვის სამართლებრივი წერის ტექნიკების გაცნობას, რაც თანამშრომლებს შესაძლებლობას მისცემს, სახალხო დამცველის მიერ გამოსაცემი დოკუმენტები შეადგინონ მეტად ლოგიკური სტრუქტურითა და ფართო აუდიტორიისათვის მარტივად გასაგები ფორმულირებით.

ამ მიზნით, ტრენინგის მონაწილეებმა მიმოიხილეს სამართლებრივი წერის დამკვიდრებული სტანდარტები, გაეცნენ საუკეთესო პრაქტიკაზე დაფუძნებულ სამართლებრივი დოკუმენტების სტრუქტურას და სამართლებრივი დასკვნების მომზადების მეთოდებს, ციტირების სტანდარტებსა და ეფექტური არგუმენტაციის ტექნიკებს და იმსჯელეს გაუმჯობესებული პრაქტიკის დანერგვაზე. ტრენინგი, ასევე, მოიცავდა პრაქტიკულ სავარჯიშოებს, ჯგუფურ განხილვებსა და უკუკავშირს.

თანამშრომლების პროფესიული უნარების გაუმჯობესებას სახალხო დამცველი ადამიანის უფლებების დაცვაზე ეფექტიანი ზედამხედველობის პროცესში მნიშვნელოვან კომპონენტად მოიაზრებს და ამ კუთხით, დონორთა მხარდაჭერით, აქტივობების დაგეგმვას მომავალშიც განაგრძნობს.

სამუშაო საათები: ორშაბათი–პარასკევი 9:00–18:00
ცხელი ხაზი: 1481 (24/7)