სიახლეები

სახალხო დამცველის აპარატის საინფორმაციო შეხვედრები თანასწორობის შესახებ

2023 წლის მარტიდან ივნისამდე პერიოდში სახალხო დამცველის აპარატის თანასწორობის დეპარტამენტის თანამშრომლებმა შეხვედრები გამართეს იმერეთის, გურიის, სამეგრელოსა და აჭარის მუნიციპალიტეტების მერიების და საკრებულოების თანამშრომლებთან, საჯარო სკოლების მასწავლებლებთან, კერძო დამსაქმებლებთან, სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლებთან და ლგბტ+ თემის წევრებთან.

შეხვედრების ძირითადი თემა სექსუალური შევიწროების აკრძალვის და პრევენციის საკითხები იყო. შეხვედრებზე ასევე, ისაუბრეს თანასწორობასა და დისკრიმინაციის პრევენციასთან დაკავშირებულ საკითხებზე და სახალხო დამცველის, როგორც დისკრიმინაციის წინააღმდეგ ბრძოლის მექანიზმის მანდატსა და ფუნქციებზე. ამასთან, განიხილეს, თუ რა როლის შესრულება შეუძლია თითოეულ ჯგუფს ქვეყანაში თანასწორობის მიღწევის პროცესში.

საზოგადოებრივი ცნობიერების ამაღლების შეხვედრები ხორციელდება ღია საზოგადოების ფონდის პროექტის - „სახალხო დამცვლის მხარდაჭერა ულტრამემარჯვენე პოლიტიკასთან ბრძოლის მიმართულებით“ - მხარდაჭერით, სახალხო დამცველის აპარატის რეგიონული სამმართველოს დახმარებით. აღნიშნული შეხვედრები წარმოადგენს თანასწორობის საკითხებზე სახალხო დამცველის საგანმანათლებლო საქმიანობის გაგრძელებას, რომლის დაგეგმვას აპარატი მომავალშიც აქტიურად გააგრძელებს.

სამუშაო საათები: ორშაბათი–პარასკევი 9:00–18:00
ცხელი ხაზი: 1481 (24/7)