ანგარიშები

კვლევა „სექსუალური შევიწროება საჯარო სივრცეში“

საქართველოს სახალხო დამცველმა, აშშ-ს საერთაშორისო განვითარების სააგენტოს (USAID) დახმარებით, მოამზადა კვლევა „სექსუალური შევიწროება საჯარო სივრცეში“.

კვლევაში შესწავლილი და გაანალიზებულია მთელი საქართველოს მასშტაბით, საჯარო სივრცეში სექსუალური შევიწროების თაობაზე საერთო სასამართლოების მიერ მიღებული გადაწყვეტილებები (დადგენილებები), რომლებიც სასამართლოებმა 2019 წლის 3 მაისიდან - 2023 წლის 20 იანვრამდე პერიოდში მიიღეს.

კვლევამ ცხადყო, რომ საჯარო სივრცეში სექსუალური შევიწროების საქმეებთან მიმართებით სასამართლოებს დადებითი და მნიშვნელოვანი პრაქტიკა აქვთ, თუმცა, პარალელურად, არსებობს რიგი გამოწვევები, რაც განპირობებულია, ერთი მხრივ, საერთაშორისო სტანდარტებთან არათანმხვედრი საკანონმდებლო ბაზით, ხოლო მეორე მხრივ - სასამართლო სისტემაში ქალთა უფლებებისა და გენდერული თანასწორობის შესახებ ცოდნის გაღრმავების საჭიროებით.

ანგარიშის მიზანია, საჯარო სივრცეში სექსუალური შევიწროების შემთხვევებთან ბრძოლის მექანიზმების გაუმჯობესების ხელშეწყობა, შესაბამისად, ანგარიშის ფარგლებში რელევანტური უწყებებისადმი რეკომენდაციებია გაცემული.

სამუშაო საათები: ორშაბათი–პარასკევი 9:00–18:00
ცხელი ხაზი: 1481 (24/7)