ბიულეტენი

პრევენციის ეროვნული მექანიზმის კვარტალური საინფორმაციო ბიულეტენი N4

პრევენციის ეროვნული მექანიზმის N4 ბიულეტენი შეიცავს მნიშვნელოვან ინფორმაციას ჩვენს მიერ ზამთრის განმავლობაში განხორციელებული აქტივობების შესახებ.

პირველ რიგში აღსანიშნავია სპეციალური პრევენციული ჯგუფის შემადგენლობის განახლება, რასაც წინ უძღვოდა საჯარო კონკურსი. ჯგუფი დაკომპლექტდა სხვადასხვა დარგის სპეციალისტებით.

ამავე პერიოდში, ასევე ჩატარდა ათზე მეტი ვიზიტი თავისუფლების აღკვეთის/შეზღუდვის ადგილებში. პირველად განხორციელდა საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მიგრაციის დეპარტამენტის დროებითი განთავსების ცენტრისა და თავისუფლების შეზღუდვის დაწესებულების მონიტორინგი.

პრევენციის ეროვნული მექანიზმმა აღიშნულ პერიოდში აგრეთვე განახორციელა ვიზიტები N9, N17 და N15 დაწესებულებებში. თავდაცვის სფეროში ადამიანის უფლებათა დაცვის დეპარტამენტთან თანამშრობლობით განხორციელდა ვაზიანის ჰაუპტვახტის მონიტორინგი, ხოლო ბავშვთა უფლებების ცენტრის თანამშრომლებთან ერთად განახორციელა მცირე საოჯახო ტიპის დაწესებულებების მონიტორინგი. ბიულეტენში მოცემულია ინფორმაცია N5 პენიტენციური დაწესებულების შესახებ. წარმოდგენილია საქართველოს პარლამენტის დადგენილებით გათვალისწინებული რეკომენდაციების შესრულების ანალიზი და ინფორმაცია პატიმრობის კოდექსში ინიცირებული კანონპროექტის შესახებ.

ნომერი მიმოიხილავს საერთაშორისო სტანდარტებით განსაზღვრულ არასათანადო მოპყრობის მსხვერპლთა სამართლებრივი დაცვის, კომპენსაციისა და რეაბილიტაციის საკითხს. ბიულეტენის ფოკუსს წარმოადგენს ანგარიში ხანდაზმულ პირთა უფლებრივი მდგომარეობა სადღეღამისო სპეციალიზებულ დაწესებულებებში, რომელიც საქართველოს სახალხო დამცველთან არსებულმა სპეციალურმა პრევენციულმა ჯგუფმა და სახალხო დამცველის შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა უფლებების დეპარტამენტმა მოამზადეს.

ზამთრის პერიოდში არაერთი აქტივობა განხორციელდა. ამ კუთხით აღსანიშნავია სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროს მიერ საქართველოს პარლამენტში წარმოდგენილი ანგარიში სახალხო დამცველის რეკომენდაციების შესრულების თაობაზე; ასევე, სახალხო დამცველის სამუშაო შეხვედრა განახლებული სპეციალური პრევენციული ჯგუფის წევრებთან.

პრევენციის ეროვნული მექანიზმის თანამშრომლების პროფესიული უნარ-ჩვევების გაძლიერებისა და საქმიანობის მხარდაჭერის მიზნით, სპეციალური პრევენციული ჯგუფის წევრებს, ევროკავშირისა და ევროპის საბჭოს ერთობლივი პროგრამის ფარგლებში ჩაუტარდათ ტრენინგი ანგარიშის წერის ტექნიკაში. ტრენინგის მიზანი იყო ანგარიშგების გაუმჯობესების გზით პრევენციის ეროვნული მექანიზმის საქმიანობის ეფექტურობის გაზრდა.

ბიულეტინის წინამდებარე ნომერში ასევე იხილავთ საქართველოს სახალხო დამცველის შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა უფლებების დეპარტამენტის უფროსის ირინე ობოლაძის მოსაზრებებს საქართველოში მცხოვრებ ხანდაზმულ პირთა უფლებრივი მდგომარეობის შესახებ.

სამუშაო საათები: ორშაბათი–პარასკევი 9:00–18:00
ცხელი ხაზი: 1481 (24/7)