სიახლეები

წამების პრევენციის ასოციაცია საქართველოს სახალხო დამცველის პრევენციის ეროვნული მექანიზმის საქმიანობას დადებითად აფასებს

წამების პრევენციის ასოციაცია (APT) დადებითად აფასებს საქართველოს სახალხო დამცველის პრევენციის ეროვნული მექანიზმის საქმიანობას და თავის სოციალურ ქსელებში მექანიზმის საქმიანობის ამსახველ ვიდეორგოლს აქვეყნებს.

2020 წელს პრევენციის ეროვნულმა მექანიზმმა 135 ვიზიტი განახორციელა თავისუფლების აღკვეთისა და სხვაგვარად შეზღუდვის 104 დაწესებულებაში. მონიტორინგის დამატებითი მეთოდების დანერგვასთან ერთად, პრევენციის ეროვნული მექანიზმის გუნდი მოტივირებულია, რომ პანდემიის პირობებში მაქსიმალურად შეინარჩუნოს პრევენციული ვიზიტების საკმარისი სიხშირე და წარმატებით შეასრულოს თავისი მანდატი.

წამების პრევენციის ასოციაცია (APT) ხაზს უსვამს, რომ საქართველოს სახალხო დამცველის პრევენციის ეროვნული მექანიზმის მიერ COVID-19 პანდემიის დროს განხორციელებული მონიტორინგის და გაცემული რეკომენდაციების მიზანია:

  • პატიმრების რაოდენობის შემცირება
  • პატიმრების ჯანმრთელობის დაცვა და ადეკვატური სამედიცინო სერვისების მიწოდება
  • გარე სამყაროსთან კონტაქტის კუთხით დაწესებული შეზღუდვების კომპენსირება

იხილეთ ვიდეო

სამუშაო საათები: ორშაბათი–პარასკევი 9:00–18:00
ცხელი ხაზი: 1481 (24/7)