სიახლეები

სახალხო დამცველის პრევენციის ეროვნული მექანიზმის არასამთავრობო ორგანიზაციებთან თანამშრომლობის წესი

2017 წლის 6 დეკემბერსსაქართველოს სახალხო დამცველმა უჩა ნანუაშვილმა ფართო საზოგადოებას წარუდგინა პრევენციის ეროვნული მექანიზმის მანდატის ფარგლებში საქართველოს სახალხო დამცველის არასამთავრობო ორგანიზაციებთან თანამშრომლობის წესი, რომელიც პრევენციის ეროვნული მექანიზმის საქმიანობაში არასამთავრობო ორგანიზაციებთან თანამშრომლობის არსებული ფორმატის რეგულირებას ისახავს მიზნად.

წესის მიხედვით, წამებისპრევენციის ან ადამიანის უფლებებისდაცვის საკითხზე მომუშავე არასამთავრობო ორგანიზაციებსშეეძლებათ საპროექტოგანაცხადით მიმართონ სახალხოდამცველს, რათა პრევენციის ეროვნული მექანიზმის მანდატის ქვეშ და სახალხო დამცველის აპარატის წარმომადგენლებთან ერთად განახორციელონ ერთობლივი პროექტები, რომელიც შეიძლება მოიცავდეს თავისუფლების აღკვეთის ან სხვაგვარად შეზღუდვის ადგილებში თემატური ვიზიტებს, ასეთ ადგილებში არსებული სიტუაციის სიღრმისეულად შესასწავლად დარგობრივი კვლევების წარმოებას ან საგანმანათლებლო და ცნობიერების ამაღლებისაკენ მიმართულ საქმიანობას. არასამთავრობო ორგანიზაციებს განაცხადით მიმართვა შეუძლიათ როგორც სახალხო დამცველის მიერ პერიოდულად გამოცხადებული კონკურსის ფარგლებში, ასევე კონკურსის გარეშეც ნებისმიერ დროს.

შემოსულ საპროექტო განაცხადებსიხილავსპრევენციის ეროვნული მექანიზმის საკონსულტაციო საბჭო, იღებსგადაწყვეტილებას პროექტის განხორციელების მიზანშეწონილობის შესახებ და დასამტკიცებლად წარუდგენს სახალხო დამცველს.

წესის პროექტიმოამზადა სახალხო დამცველისაპარატის პრევენციისა და მონიტორინგის დეპარტამენტმა და განსახილველადწარუდგინა პრევენციის ეროვნული მექანიზმის საკონსულტაციოსაბჭოს, რის შემდეგაც წესი 2017წლის 4 დეკემბრის N366 ბრძანებით დაამტკიცა სახალხო დამცველმა.

სამუშაო საათები: ორშაბათი–პარასკევი 9:00–18:00
ცხელი ხაზი: 1481 (24/7)