სიახლეები

საქართველოს სახალხო დამცველმა სპეციალური პრევენციული ჯგუფის განახლებული შემადგენლობა დაამტკიცა

2016 წლის 25 იანვარს საქართველოს სახალხო დამცველის ბრძანებით დამტკიცდა სპეციალური პრევენციული ჯგუფის განახლებული შემადგენლობა. საქართველოს სახალხო დამცველთან არსებული სპეციალური პრევენციული ჯგუფის შემადგენლობის განახლებას წინ უსწრებდა საჯარო კონკურსი და შესარჩევი კომისიის წევრების გასაუბრება სპეციალური პრევენციული ჯგუფის წევრობის კანდიდატებთან. სპეციალური პრევენციული ჯგუფის დებულების მე-3 მუხლის მე-2 პუნქტის თანახმად, სპეციალური პრევენციული ჯგუფის წევრთა შერჩევა ხდება კონკურსის წესით, რომელიც ტარდება, როგორც წესი, წელიწადში ერთხელ და მისი ჩატარების პირობები განისაზღვრება საქართველოს სახალხო დამცველის ბრძანებით.

პრევენციის ეროვნული მექანიზმის ფუნქციების ეფექტიანი განხორციელების უზრუნველსაყოფად სპეციალური პრევენციული ჯგუფი დაკომპლექტებულია სხვადასხვა დარგის სპეციალისტებით. ჯგუფის შემადგენლობაში შედის 6 იურისტი, 5 ექიმი, 2 ექსპერტი ჯანდაცვის საკითხებში, 2 ფსიქიატრი, 6 ფსიქოლოგი, 5 სოციალური მუშაკი, 4 ექსპერტი დისკრიმინაციის საკითხებში (მათ შორის 2 შშმ პირი), 2 ექსპერტი არასრულწლოვანთა მართლმსაჯულების საკითხებში.

„საქართველოს სახალხო დამცველის შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-191 მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, სპეციალური პრევენციული ჯგუფი რეგულარულად ამოწმებს დაკავებულ, პატიმრობაში მყოფ ან სხვაგვარად თავისუფლებაშეზღუდულ პირთა და მსჯავრდებულთა, აგრეთვე ფსიქიატრიულ დაწესებულებებში, მოხუცთა თავშესაფრებსა და ბავშვთა სახლებში მოთავსებულ პირთა მდგომარეობას და მათდამი მოპყრობას წამებისა და სხვა სასტიკი, არაადამიანური ან დამამცირებელი მოპყრობისაგან ან სასჯელისაგან დაცვის მიზნით.

გასაუბრების შედეგად 32 კანდიდატი შეირჩა, მათ შორის 23 გასულ წელს მოქმედი სპეციალური პრევენციული ჯგუფის წევრია:

  1. ავალიანი თამარი
  2. არჩვაძე მაია
  3. ამირეჯიბი თინათინი
  4. ბაგრატიონი ხათუნა
  5. ბაძაღუა ეკა
  6. გელაშვილი ქეთევანი
  7. გოგაშვილი კახაბერი
  8. გოგოლაშვილი ნათია
  9. გვარმიანი ინდირა
  10. დარსანია ეკატერინე
  11. დემეტრაშვილი ნინო
  12. ელიზბარაშვილი ნინო
  13. იდაძე ნანა
  14. კალინა ოლღა
  15. ლონდარიძე ნესტანი
  16. მერებაშვილი მახარე
  17. მანჯავიძე ირმა
  18. მანგოშვილი რუსუდანი
  19. ნემსიწვერიძე სოფია
  20. ომიაძე ქეთევანი
  21. რეხვიაშვილი თეიმურაზი
  22. ფუტკარაძე ირინა
  23. ფანჩულიძე თეა
  24. ქობესაშვილი ეკა
  25. ქორიძე ნანა
  26. ღვინიანიძე კახა
  27. ღუდუშაური შორენა
  28. შენგელია იზოლდა
  29. ცირამუა მაია
  30. წერეთელი ნათია
  31. წულეისკირი ლალი
  32. ჯანეზაშვილი ნაზიბროლა
სამუშაო საათები: ორშაბათი–პარასკევი 9:00–18:00
ცხელი ხაზი: 1481 (24/7)