სიახლეები

პრევენციის ეროვნული მექანიზმის საკონსულტაციო საბჭოს სხდომა

2016 წლის 27 დეკემბერს პრევენციის ეროვნული მექანიზმის საკონსულტაციო საბჭოს სხდომაზე სახალხო დამცველმა საკონსულტაციო საბჭოს ახალი წევრები ანა ნაცვლიშვილი და ნინო გობრონიძე წარადგინა.

სხდომა 2016 წლის განმავლობაში პრევენციის ეროვნული მექანიზმის მიერ გაწეული საქმიანობის შეჯამებასა და მომავალი წლის პრიორიტეტების განსაზღვრას დაეთმო; ასევე განიხილეს პენიტენციურ დაწესებულებებში და საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს დროებითი მოთავსების იზოლატორებსა და პოლიციის სამმართველოებში განხორციელებული მონიტორინგის შედეგები; გაეცნენ ინფორმაციას პრევენციის ეროვნული მექანიზმის მიერ საერთაშორისო ღონისძიებებში აქტიურ მონაწილეობასთან დაკავშირებით, მათ შორის, გაეროს წამების პრევენციის ქვეკომიტეტის 30-ე სესიაზე გაკეთებული მოხსენებას; განიხილეს 2017 წლისათვის დაგეგმილი აქტივობები.

პრევენციის ეროვნული მექანიზმის საბჭოს წევრებმა სახალხო დამცველს წარუდგინეს საკუთარი მოსაზრებები პრევენციის ეროვნული მექანიზმის მიერ განხორციელებული აქტივობების, ანგარიშების, რეკომენდაციების ადვოკატირების სტრატეგიასა და სხვა მნიშვნელოვან საკითხებზე.

პრევენციის ეროვნული მექანიზმის საკონსულტაციო საბჭო საქართველოს სახალხო დამცველის ბრძანებით 2014 წლის 15 დეკემბერს შეიქმნა და მისი მიზანია წამებისა და სხვა არასათანადო მოპყრობის პრევენციის კუთხით პრევენციის ეროვნული მექანიზმის საქმიანობის ხელშეწყობა.

საბჭოს შემადგენლობაში არიან საქართველოს სახალხო დამცველი, სახალხო დამცველის მოადგილეები,სახალხო დამცველის აპარატის დეპარტამენტის ხელმძღვანელები და პრევენციის ეროვნული მექანიზმის მანდატთან დაკავშირებული აკადემიურ/საგანმანათლებლო სფეროში მოღვაწე, წამების პრევენციისა და სისხლის სამართლის მართლმსაჯულების სფეროში მომუშავე ადგილობრივი და საერთაშორისო ორგანიზაციების მოწვეული ექსპერტები.

27.12.16


სამუშაო საათები: ორშაბათი–პარასკევი 9:00–18:00
ცხელი ხაზი: 1481 (24/7)