სიახლეები

ღონისძიება საქართველოში ადამიანის უფლებათა დამცველი დამოუკიდებელი სახელმწიფო ინსტიტუტების თანამშრომლობასა და გაძლიერებისათვის

2021 წლის 5, 6 და 7 ივლისს გაეროს ადამიანის უფლებათა უმაღლესი კომისრის ოფისმა (UN OHCHR) სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურსა და სახალხო დამცველს შორის ურთიერთთანამშრომლობის გაღრმავების მიზნით სამუშაო შეხვედრა გამართა.

მხარეებმა სახელმწიფო ინსპექტორის მანდატში შემავალი საქმიანობის, კერძოდ, სამართალდამცავი ორგანოს წარმომადგენლების მიერ ჩადენილი დანაშაულების გამოძიების სამართლებრივ და პრაქტიკულ საკითხებზე ისაუბრეს. დეტალურად განიხილეს დაკავების და საპატიმრო ადგილებში არსებული მდგომარეობასა და ინდივიდუალურ საჩივრებთან დაკავშირებით ინფორმაციის ეფექტიანი გაცვლის საკითები. საუბარი ასევე შეეხო, ინსპექტორის მანდატს, შესაბამის სფეროებში სახალხო დამცველის მიერ პარლამენტისადმი წარდგენილ წლიურ ანგარიშში მოცემულ საკითხებსა და გამოწვევებს.

სამდღიანი შეხვედრა ევროკავშირის (EU) მხარდაჭერით მიმდინარე პროგრამის - ადამიანის უფლებები ყველასათვის (მეორე ფაზა) ფარგლებში გაიმართა, რომელსაც UN OHCHR და გაეროს განვითარების პროგრამა (UNDP) ერთობლივად ახორციელებენ.

სამუშაო საათები: ორშაბათი–პარასკევი 9:00–18:00
ცხელი ხაზი: 1481 (24/7)