სიახლეები

საერთაშორისო კონფერენცია - პრევენციის ეროვნული მექანიზმების გავლენის შეფასება და გაძლიერება

2019 წლის 17 ოქტომბერს პრევენციის ეროვნული მექანიზმის ათიწლისთავთან დაკავშირებული კონფერენციის მეორე დღეს ღონისძიების სტუმრებმა პრევენციის ეროვნული მექანიზმების მიმდინარე და განვითარებადი საჭიროებები განიხილეს.

გაეროს და ევროპის საბჭოს წამების პრევენციის ორგანოების, პრევენციის ეროვნული მექანიზმების, ადამიანის უფლებების ეროვნული ინსტიტუტებისა და წამების პრევენციის სფეროში მომუშავე საერთაშორისო ორგანიზაციების წარმომადგენლებმა და დამოუკიდებელმა ექსპერტებმა, სახალხო დამცველის აპარატის თანამშრომლებთან ერთად, თავიანთი მოსაზრებები წარმოადგინეს წამების აღმოფხვრისათვის პრევენციის ეროვნული მექანიზმის მიერ შემუშავებული რეკომენდაციებისა და გაწეული მნიშვნელოვანი წვლილის შესახებ, იმსჯელეს სტრატეგიული გეგმისა და რეკომენდაციების პრიორიტეტიზაციის საჭიროებაზე, ცვლილებებისათვის თვალყურის მიდევნების საშუალებებზე; განიხილეს თანამშრომლობის ფორმები პრევენციის ეროვნული მექანიზმისა და წამების პრევენციის კომიტეტსა (CPT) და წამების პრევენციის ქვეკომიტეტს (SPT) შორის.

მსჯელობის საგანს წარმოადგენდა ასევე, პრევენციის ეროვნული მექანიზმის ხილვადობის გაფართოების და საზოგადოებასთან მუშაობის მეთოდებისა თუ საკომუნიკაციო სტრატეგიების ცვლილების აუცილებლობა.

ღონისძიება ღია საზოგადოება ფოდ საქართველოს მხარდაჭერით გაიმართა.

სამუშაო საათები: ორშაბათი–პარასკევი 9:00–18:00
ცხელი ხაზი: 1481 (24/7)