სიახლეები

ტრენინგი სახალხო დამცველის აპარატის თანამშრომლებისთვის არასრულწლოვნებთან კომუნიკაციის საკითხებზე

2022 წლის აგვისტოსა და სექტემბერში სახალხო დამცველის აპარატის თანამშრომლებისთვის, გაეროს ბავშვთა ფონდის (UNICEF) მხარდაჭერილი პროექტის - საქართველოს სახალხო დამცველის შესაძლებლობების გაძლიერების ფარგლებში, არასრულწლოვნებთან კომუნიკაციის საკითხებზე ტრენინგი გაიმართა.

ტრენინგები სამსახურებრივი საქმიანობიდან გამომდინარე ბავშვებთან ურთიერთობის მქონე აპარატის თანამშრომლებისთვის ორ ეტაპად, 4-5 აგვისტოს და 23-24 სექტემბერს ჩატარდა და მას ექსპერტები ანა არგანაშვილი და ანა აბაშიძე უძღვებოდნენ.

შეხვედრაზე ისაუბრეს სახალხო დამცველის უფლებამოსილების ფარგლებში განსახორციელებელ საქმიანობაზე, მათ შორის, თავად ბავშვებთან მათზე მორგებული მიდგომებით კომუნიკაციის ასპექტებზე.

აღნიშნული აქტივობა ბავშვებთან კომუნიკაციის თაობაზე აპარატის საქმიანობის ეფექტიანობის გაძლიერებას ემსახურება, რაც არსებითად მნიშვნელოვანია არასრუწლოვანთა უფლებების დაცვის და მათზე მორგებული სისტემური და ყოველმხრივი მიდგომების დანერგვისთვის.

გაეროს ბავშვთა ფონდის მხარდაჭერითა და ექსპერტების ჩართულობით, იგეგმება შიდა სახელმძღვანელო დოკუმენტის შექმნა ბავშვებთან კომუნიკაციის ასპექტებზე.

სამუშაო საათები: ორშაბათი–პარასკევი 9:00–18:00
ცხელი ხაზი: 1481 (24/7)