სიახლეები

სკოლის მოსწავლეები სახალხო დამცვლის აპარატს ეწვივნენ

2022 წლის 17 ნოემბერს საქართველოს სახალხო დამცველის მოადგილე გიორგი ბურჯანაძე შპს „ლამარა მარგველაშვილის სახელობის სკოლა - XXI საუკუნის“ მე-10 კლასის მოსწავლეებს შეხვდა და ადამიანის უფლებათა და თავისუფლებათა ძირითადი პრინციპები, სახალხო დამცველის მანდატი და აპარატის სტრუქტურა გააცნო.

შეხვედრაზე განიხილეს ადამიანის უფლებების დაცვის და სამართლებრივი და ტოლერანტული სახელმწიფოს ჩამოყალიბების მიმართულებით სახალხო დამცველის როლი და მნიშვნელობა; ისაუბრეს სახალხო დამცველის აპარატის საქმიანობაზე ზოგადსაგანმანათლებლო და უმაღლეს სასწავლებლებში ადამიანის უფლებათა სწავლების ხარისხის გასაუმჯობესებლად. მოსწავლეები განსაკუთრებული ინტერესით გაეცნენ არასრულწლოვანთა უფლებებს და ამ უფლებების დარღვევის შემთხვევაში სახალხო დამცველის აპარატისთვის განცხადებით მიმართვის წესს.

შეხვედრის ბოლოს გიორგი ბურჯანაძემ მოსწავლეების კითხვებს უპასუხა მათთვის მნიშვნელოვანი ადამიანის უფლებების საკითხის გარშემო.

სამუშაო საათები: ორშაბათი–პარასკევი 9:00–18:00
ცხელი ხაზი: 1481 (24/7)