სიახლეები

სახალხო დამცველი აპარატის ჯანდაცვის სამინისტროსა და აქონდროპლაზიის დიაგნოზის მქონე ბავშვების მშობლებს შორის რიგ საკითხებზე შეთანხმებას მიესალმება

სახალხო დამცველი ლევან იოსელიანი მიესალმება აპარატის მედიაციის საფუძველზე ჯანდაცვის სამინისტროსა და აქონდროპლაზიის დიაგნოზის მქონე ბავშვების მშობლებს შორის კონსტრუქციულ დიალოგსა და რიგ საკითხებზე შეთანხმებას. შედეგად, მშობლები წყვეტენ 24 საათიან აქციას კანცელარიასთან.

საქართველოს სახალხო დამცველის აპარატი აგრძელებს ჯანდაცვის სამინისტროში იშვიათი დაავადებების საკითხზე მომუშავე საკოორდინაციო საბჭოში მუშაობას და იმედოვნებს, რომ უახლოეს პერიოდში, ბავშვების საუკეთესო ინტერესებიდან გამომდინარე, მოხდება აქონდროპლაზიის მართვისთვის აუცილებელი პროტოკოლისა და გაიდლაინის შექმნა და მათი შესაბამისი მკურნალობით უზრუნველყოფა.

სამუშაო საათები: ორშაბათი–პარასკევი 9:00–18:00
ცხელი ხაზი: 1481 (24/7)