ბავშვის უფლებები COVID-19-ის პანდემიის დროს
ევროპის ბავშვთა ომბუდსმენების ქსელის (ENOC) ბიუროს განცხადებაში ნათქვამია, რომ ახალი კორონა ვირუსით გამოწვეული პანდემია მასობრივად მოქმედებს ბავშვებზე ზოგადად და აუარესებს ყველაზე მოწყვლადი ჯგუფების მდგომარეობას. განცხადებაში აღნიშნულია, რომ ევროპის ბავშვთა ომბუდსმენების ქსელი (ENOC) და მისი წევრები მონიტორინგს გაუწევენ როგორც ბავშვთა მდგომარეობას, ასევე, ადგილობრივი, ეროვნული და ევროპის სახელისუფლებო წარმომადგენლების პასუხებს იზოლაციისა და მის შემდგომ პერიოდში. ამასთან, გააგრძელებენ ინფორმაციის, საუკეთესო პრაქტიკისა და გამოცდილებების გაზიარებას ბავშვებისა და მათი ოჯახების უსაფრთხოებისთვის, ასევე, გაეროს ბავშვის უფლებათა კონვენციით (1989) და სხვა შესაბამისი, ადამიანის უფლებების ევროპული და საერთაშორისო ინსტრუმენტებით გარანტირებული ბავშვის უფლებების დაცვის მიზნით.
* საქართველოს სახალხო დამცველის ოფისი ევროპის ბავშვთა ომბუდსმენების ქსელის სრულუფლებიანი წევრია.