სიახლეები

შეხვედრა სკოლის მოსწავლეებთან

2023 წლის 30 მარტს საქართველოს სახალხო დამცველის აპარატის თანამშრომლები გვანცა დავითაშვილი, ქეთევან სოხაძე და გიორგი კვირიკაშვილი ბოლნისში ა(ა)იპ საქართველოს საპატრიარქოს წმ. იოანე ბოლნელის სახელობის სკოლის მოსწავლეებს შეხვდნენ.

სახალხო დამცველის წარმომადგენლებმა მოსწავლეებს ადამიანის უფლებათა სწავლებისა და ბავშვის უფლებათა მიმართულებით აპარატის საქმიანობა და პრაქტიკული მიგნებები გააცნეს. მათ შორის, საუბარი შეეხო აპარატის მიერ სასკოლო სახელმძღვანელოების შინაარსის შესწავლის პროცესს, ბულინგის სხვადასხვა ფორმებს, მისი ეფექტიანი პრევენციის მნიშვნელობასა და ბავშვთა დაცვის მექანიზმებს.

შეხვედრაზე მიმდინარე აქტიური დისკუსიისას მოსწავლეები დაინტერესდნენ, როგორც ბავშვთა უფლებების სხვადასხვა ასპექტით, ასევე, დეტალურად გაანალიზეს სასკოლო სახელმძღვანელოების შინაარსის შესწავლის შედეგად სახალხო დამცველის მიერ გამოკვეთილი მიგნებები და გაცემული რეკომენდაციები.

სამუშაო საათები: ორშაბათი–პარასკევი 9:00–18:00
ცხელი ხაზი: 1481 (24/7)