ანგარიშები

სპეციალური ანგარიში – „ზარდიაანთკარი: ომის შედეგები და არსებობის სიმძიმე“

სოფელ ზარდიაანთკარზე კონტროლი საქართველოს ხელისუფლებამ 2012 წლის ზაფხულში აღადგინა, თუმცა, მწვავე სოციალური, ეკონომიკური და ინფრასტრუქტურული პრობლემების გამო, სოფელში მოსახლეობა ვერ ბრუნდება. კონფლიქტით დაზარალებულ 20-მდე ოჯახი გორის საბავშვო ბაღში აგრძელებს ცხოვრებას.
სოფელში სახლების უმეტესობა დაზიანებული და საცხოვრებლად უვარგისია, თუმცა, კომპენსაცია 15 000 აშშ დოლარი, მხოლოდ 3 ოჯახზე გაიცა, რომელთაც მთლიანად დაეწვათ სახლი ომის დროს.
მიუხედავად ინტენსიური სამუშაოებისა, სოფელს დღემდე არ აქვს სასმელი და სარწყავი წყალი, არ მიეწოდება ბუნებრივი აირი.
ზარდიაანთკარის მოსახლეობის ღირსეული დაბრუნებისა და სოფლის დემოგრაფიული მდგომარეობის გასაუმჯობესებლად, სახალხო დამცველმა ადგილობრივი და ცენტრალურ ხელისუფლებისათვის რეკომენდაციები შეიმუშავა.

იხილეთ ანგარიში ქართულ, რუსულ და ინგლისურ ენებზე:

სამუშაო საათები: ორშაბათი–პარასკევი 9:00–18:00
ცხელი ხაზი: 1481 (24/7)