სიახლეები

შეხვედრა Amnesty International-ის აღმოსავლეთ ევროპისა და ცენტრალური აზიის ოფისის დირექტორთან

2019 წლის 2 ივლისს საქართველოს სახალხო დამცველი ნინო ლომჯარია Amnesty International-ის აღმოსავლეთ ევროპისა და ცენტრალური აზიის ოფისის დირექტორს მარი სტრუზერს შეხვდა და სახალხო დამცველის მანდატი, აპარატის საქმიანობა და ქვეყანაში ადამიანის უფლებათა დაცვის თვალსაზრისით არსებული მდგომარეობა გააცნო.

სახალხო დამცველმა ყურადღება გაამახვილა საზღვრისპირა და ოკუპირებულ ტერიტორიებზე მცხოვრებ პირთა წინაშე მდგარ გამოწვევებზე როგორიცაა: გადაადგილების თავისუფლება, ე.წ. ბორდერიზაციის პრობლემები, დოკუმენტაციის საკითხები, განათლების და ჯანდაცვის ხელმისაწვდომობა. ისაუბრა პრობლემების გადაჭრის სავარაუდო გზებზე.

შეხვედრას ასევე, ესწრებოდნენ საქართველოს სახალხო დამცველის მოადგილე გიორგი ბურჯანაძე, მრჩეველი კონფლიქტით დაზარალებულ რეგიონებში ადამიანის უფლებათა საკითხებში მერი კოჭლამაზაშვილი და Amnesty International-ის წარმომადგენელი სამხრეთ კავკასიაში ლევან ასათიანი.

სამუშაო საათები: ორშაბათი–პარასკევი 9:00–18:00
ცხელი ხაზი: 1481 (24/7)