სახალხო დამცველი ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის ხელმძღვანელს შეხვდა
2014 წლის 18 ივლისს სახალხო დამცველი უჩა ნანუაშვილი ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის ხელმძღვანელს ტოივო კლაარს შეხდა. სახალხო დამცველის აპარატი აქტიურად სწავლობს კონფლიქტით დაზარალებული მოსახლეობის უფლებრივი მდგომარეობას და შეხვედრის მიზანი სადამკვირვებლო მისიასთან ინფორმაციის გაცვლა და თანამშრომლობის გაღრმავება იყო.
უჩა ნანუაშვილმა და ტოივო კლაარსმა განიხილეს მოქალაქეთა ხშირი დაკავებები გამყოფ ხაზზე, ადგილობრივი მოსახლეობის უფლებრივი მდგომარეობა და უსაფრთხოების საკითხები. სახალხო დამცველმა მისიის წარმომადგენლებს მიაწოდა ინფორმაცია იმ ყოველდღიურ პრობლემების შესახებ, რომელსაც აწყდება მოსახლეობა მოუგვარებელი კონფლიქტების გამო.
სახალხო დამცველი მიიჩნევს, რომ საქართველოს ხელისუფლებამ ყველა აუცილებელ ზომას უნდა მიმართოს გალში ინციდენტების პრევენციისა და რეაგირების მექანიზმის შეხვედრების აღსადგენად, რაც მნიშვნელოვან წვლილს შეიტანდა აფხაზეთის გამყოფ ხაზსა და გალის რაინის მოსახლეობის უსაფრთხოების გაუმჯობესებაში.