სიახლეები

სახალხო დამცველი საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიების გამყოფ ხაზთან მცხოვრებ მოსახლეობას შეხვდა

2023 წლის 30 მარტს სახალხო დამცველი ლევან იოსელიანი გამყოფ ხაზთან მცხოვრებ მოსახლეობას შეხვდა, იმყოფებოდა ენგურის ხიდზე, ასევე სოფელ ხურჩასა და წყოუში. ლევან იოსელიანი პირადად გაეცნო მოსახლეობის საჭიროებებს, გადაადგილების თავისუფლების, უსაფრთხოებისა და სოციალურ საკითხებს.

სოფლებში მთავარ გამოწვევად გაუმართავ ინფრასტრუქტურას, ტრანსპორტის ხელმისაწვდომობას და სოციალურ პრობლემებს ასახელებენ. გამოწვევას წარმოადგენს ასევე, ომის შედეგად დაზარალებული სახლებისთვის კომპენსაციის მიღების პროცედურაც.

სახალხო დამცველის აპარატი წლებია სწავლობს ოკუპირებულ ტერიტორიებზე და გამყოფ ხაზთან მცხოვრები მოსახლეობის უფლებების მდგომარეობას. ყოველწლიურ ანგარიშებში მთელი თავი ეძღვნება ვითარების აღწერას და გამოსავლის გზების საძიებლად შესაბამისი ადრესატებისადმი შემუშავებულ რეკომენდაციებს.

სამუშაო საათები: ორშაბათი–პარასკევი 9:00–18:00
ცხელი ხაზი: 1481 (24/7)