სიახლეები

სახალხო დამცველი აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარეს შეხვდა

2023 წლის 27 მარტს საქართველოს სახალხო დამცველი ლევან იოსელიანი აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარეს რუსლან აბაშიძეს და იუსტიციისა და სამოქალაქო ინტეგრაციის საკითხებში აფხაზეთის მინისტრს ნანა გაბელიას შეხვდა.

ბატონმა რუსლანმა ლევან იოსელიანს სახალხო დამცველის თანამდებობაზე არჩევა მიულოცა, წარმატება უსურვა და სამომავლო თანამშრომლობის იმედი გამოთქვა.

შეხვედრაზე განიხილეს ოკუპირებულ ტერიტორიებზე მცხოვრები პირების გადაადგილების თავისუფლების საკითხი, დოკუმენტაციის პრობლემები, ასევე განათლების და ჯანდაცვის ხელმისაწვდომობა.

ლევან იოსელიანმა შეხვედრაზე ყურადღება გაამახვილა ოკუპირებული ცხინვალის რეგიონსა და ოკუპირებულ აფხაზეთში მცხოვრები მოსახლეობის უფლებრივ მდგომარეობაზე და აღნიშნა რომ სახალხო დამცველის აპარატისთვის მათი საჭიროებები პრიორიტეტულია.

გაცნობითი ხასიათის შეხვედრას, ასევე, ესწრებოდა საქართველოს სახალხო დამცველის მრჩეველი, კონფლიქტით დაზარალებულ რეგიონებში ადამიანის უფლებათა საკითხებში- მერი კოჭლამაზაშვილი.

სამუშაო საათები: ორშაბათი–პარასკევი 9:00–18:00
ცხელი ხაზი: 1481 (24/7)