მრჩეველი - მერი კოჭლამაზაშვილი
2014 წლიდან საქართველოს სახალხო დამცველის აპარატში შეიქმნა კონფლიქტებით დაზარალებულ რეგიონებში ადამიანის უფლებათა საკითხებში მრჩევლის პოზიცია.
მრჩევლის საქმიანობის მიზანია: სახალხო დამცველის მიერ კონფლიქტით დაზარალებულ და ოკუპირებულ რეგიონებში ადამიანის უფლებების დარღვევის შემთხვევების გამოვლენა, მასზე დროული რეაგირების უზრუნველყოფა და პრევენციული ღონისძიებების გატარება.
მრჩევლის საქმიანობის ძირითადი ფუნქციებია:
- კონფლიქტით დაზარალებულ და ოკუპირებულ რეგიონებში უფლებათა დარღვევის შემთხვევების პროაქტიული და რეაქტიული მეთოდების გამოყენებით გამოვლენა;
- დარღვევის შემთხვევების ადრეულ ეტაპზე იდენტიფიცირების მიზნით არასამთავრობო ორგანიზაციებთან, კონფლიქტით დაზარალებულ რეგიონებში მცხოვრებ მოსახლეობასთან მუდმივი კომუნიკაცია;
- კონფლიქტით დაზარალებულ და ოკუპირებულ რეგიონებში გამოვლენილი ადამიანის უფლებათა პრობლემატური საკითხების შესწავლა და სათანადო დოკუმენტირება;
- ადამიანის უფლებათა ცალკეული დარღვევის ფაქტების შესწავლა და შესაბამისი წინადადებების/რეკომენდაციების შემუშავება (საჭიროების შემთხვევაში, შესაბამის თემატურ სტრუქტურულ ერთეულთან კოორდინაციის გზით);
- კონფლიქტით დაზარალებულ და ოკუპირებულ რეგიონებში გამოვლენილ ადამიანის უფლებათა პრობლემატურ საკითხებზე ყველა შესაძლო ფორმის გამოყენებით სათანადო რეაგირების განხორციელება;
- კონფლიქტით დაზარალებულ და ოკუპირებულ რეგიონებში ადამიანის უფლებებთან 4დაკავშირებით ცნობიერების ამაღლების უზრუნველყოფა;