სიახლეები

წინადადება გრიფმინიჭებული სასკოლო სახელმძღვანელოს განახლების მარეგულირებელი სამართლებრივი ჩარჩოს ხარვეზების აღმოფხვრის შესახებ

2022 წლის 22 სექტემბერს საქართველოს სახალხო დამცველმა გრიფმინიჭებული სასკოლო სახელმძღვანელოს განახლების მარეგულირებელი სამართლებრივი ჩარჩოს ხარვეზების აღმოფხვრის მიზნით, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს გრიფირების წესში ცვლილებების შეტანის წინადადებით მიმართა.

საქართველოს სახალხო დამცველმა ხაზი გაუსვა მასალის შინაარსობრივი განახლების თაობაზე წარდგენილი ინიციატივის დასაბუთებულობის შემოწმების სისტემის არარსებობასა და ცვლილებაზე სამინისტროს თანხმობის გაცემის ფორმის განუსაზღვრელობას.

სამუშაო საათები: ორშაბათი–პარასკევი 9:00–18:00
ცხელი ხაზი: 1481 (24/7)