ქალთა მიმართ სექსუალური ძალადობის დანაშაულებზე მართლმსაჯულების განხორციელება საქართველოში
წინამდებარე კვლევაში შეფასებულია საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსით გათვალისწინებული სექსუალური ძალადობის დანაშაულების დეფინიციების შესაბამისობა სტამბოლის კონვენციასა და ადამიანის უფლებათა საერთაშორისო სტანდარტებთან, ასევე, ამ დანაშაულებზე მართლმსაჯულების განხორციელების ეფექტიანობა და ბარიერები აღნიშნული სტანდარტების გათვალისწინებით.
ეს არის პირველი ანგარიში საქართველოში, რომელიც სექსუალური ძალადობის დანაშაულებზე სისხლისსამართლებრივ პროცედურებს სტამბოლის კონვენციისა და ადამიანის უფლებათა სტანდარტების ჭრილში აფასებს. დოკუმენტი დახმარებას უწევს საქართველოს ხელისუფლებას სტამბოლის კონვენციის სტანდარტების განხორციელებაში და მისი გამოყენება შეიძლება ინფორმაციის წყაროდ მონიტორინგის პროცესში.
კვლევა სახალხო დამცველის აპარატმა ევროპის საბჭოს მხარდაჭერით, ევროპის საბჭოს პროექტის „ქალთა მიმართ ძალადობის და ოჯახში ძალადობის წინააღმდეგ ბრძოლისა და პრევენციის” ფარგლებში მოამზადა.