სახალხო დამცველის აპარატის საკომუნიკაციო სტრატეგია
2017 წლის 7 აპრილს საქართველოს სახალხო დამცველმა ახალი საკომუნიკაციო სტრატეგია წარმოადგინა, რომლის ძირითადი მიზანია ერთი მხრივ, სახალხო დამცველის აპარატის გამჭვირვალობისა და ანგარიშვალდებულების გაზრდა, ხოლო მეორეს მხრივ - ადამიანის უფლებათა დაცვის სფეროს და აქტუალური საკითხების ეფექტიანი კომუნიკაციის ხელშეწყობა.
დოკუმენტი მოიცავს აპარატის კომუნიკაციის სტრატეგიულ ქოლგას და კონკრეტულ რეკომენდაციებს საზოგადოებასთან ურთიერთობის წარმოების კუთხით. სტრატეგიის შემუშავებაში ჩართულები იყვნენ უწყების ხელმძღვანელი პირები, სახალხო დამცველის აპარატის საზოგადოებასთან ურთიერთობის სტრუქტურული ერთეულის წარმომადგენლები და კომუნიკაციის პროცესის მონაწილე სხვა თანამშრომლები.
დოკუმენტი პიარისა და მარკეტინგული კომუნიკაციების კომპანია „ჯეპრამ“ ევროკავშირის დაფინანსებული პროექტის „დისკრიმინაციის ყველა ფორმის წინააღმდეგ ბრძოლა საქართველოში“ მხარდაჭერის ფარგლებში მოამზადა.