შინაგან საქმეთა სამინისტროს მიგრაციის დეპარტამენტის დროებითი განთავსების ცენტრის მონიტორინგის ვიზიტის შემდგომი ანგარიში
წინამდებარე ანგარიში წარმოადგენს საქართველოს პრევენციის ეროვნული მექანიზმის მიერ 2019 წლის 20 თებერვალს შინაგან საქმეთა სამინისტროს მიგრაციის დეპარტამენტის დროებითი განთავსების ცენტრის მონიტორინგის ვიზიტის შემდგომი ანგარიშს. ანგარიშის მომზადებისას სხვა მასალასთან ერთად გამოყენებული იქნა სპეციალური პრევენციული ჯგუფის ვიზიტში მონაწილე წევრების ტექნიკური ანგარიშები.
ვიზიტის დროს მოპოვებული დოკუმენტაცია, ასევე მონიტორინგის ჯგუფის წევრთა ანგარიშები ინახება საქართველოს სახალხო დამცველის აპარატში. ანგარიში შეიცავს სპეციალური პრევენციული ჯგუფის წევრების ძირითად მიგნებებს და პატიმრებთან ინტერვიუს კონფიდენციალური ხასიათიდან გამომდინარე, გამორიცხავს რესპონდენტ პატიმართა იდენტიფიკაციის შესაძლებლობას. ვიზიტის მიმდინარეობის დროს მონიტორინგის ჯგუფის წევრები დაუბრკოლებლად გადაადგილდებოდნენ დროებითი განთავსების ცენტრის ტერიტორიაზე და ადმინისტრაციის მხრიდან ხელის შეშლას ადგილი არ ჰქონია.