პრევენციის ეროვნული მექანიზმის 2023 წლის ანგარიში
წინამდებარე ანგარიშში შეფასებულია საქართველოში დაკავების, თავისუფლების აღკვეთისა და სხვაგვარად შეზღუდვის ადგილებში ადამიანის უფლებების დაცვის მდგომარეობა, ასევე, სახელმწიფო პოლიტიკა და კანონმდებლობა.
ანგარიშის პირველი ნაწილი ასახავს პრევენციის ეროვნული მექანიზმის მიერ 2023 წლის განმავლობაში წამებისა და სხვა სასტიკი, არაადამიანური ან ღირსების შემლახველი მოპყრობის ან სასჯელის წინააღმდეგ კონვენციის ფაკულტატური ოქმით მინიჭებული მანდატის ფარგლებში განხორციელებულ საქმიანობას. კერძოდ, მოცემულია ინფორმაცია განხორციელებული პრევენციული ვიზიტების შესახებ, გამოქვეყნებული ანგარიშების თაობაზე, გაანალიზებულია რეკომენდაციების შესრულების მდგომარეობა და მოცემულია ინფორმაცია რეკომენდაციების შესრულების მიზნით უწყებებთან გამართული დიალოგის და თანამშრომლობის ხარისხის შესახებ.
ანგარიშის მეორე ნაწილი ეთმობა პრევენციის ეროვნული მექანიზმის მიერ 2023 წლის განმავლობაში განხორციელებული მონიტორინგის შედეგებს, კერძოდ წამებისა და სხვა არასათანადო მოპყრობის პრევენციის კუთხით პენიტენციურ სისტემაში, შინაგან საქმეთა სამინისტროს სისტემაში, ფსიქიატრიულ დაწესებულებებში, თავშესაფრებში/საცხოვრისებში და თავდაცვის სფეროში არსებული მდგომარეობის მიმოხილვას.