პრევენციის ეროვნული მექანიზმის 2019 წლის ანგარიში
პრევენციის ეროვნული მექანიზმის 2019 წლის საქმიანობის ანგრიშში ასახულია ქვეყანაში თავისუფლების აღკვეთისა და შეზღუდვის ადგილებში წამებისა და არასათანადო მოპყრობასთან დაკავშირებით არსებული მდგომარეობა. განსაკუთრებული ყურადღების საგანია პენიტენციური დაწესებულებები, შინაგან საქმეთა სამინისტროს ორგანოები და ფსიქიატრიული დაწესებულებები. ანგარიშში სამივე მიმართულებით არსებული გამოწვევები და პროგრესია წარმოდგენილი.