წინადადებები.

წინადადება საქართველოს მთავარ პროკურორს ვ.ბ-ს მიმართ სავარაუდო არასათანადო მოპყრობის თაობაზე

2015 წლის 5 აგვისტოს საქართველოსსახალხო დამცველმა საქართველოსმთავარ პროკურორს გიორგი ბადაშვილს პოლიციის თანამშრომლების მიერ ბრალდებულ ვ.ბ-ს მიმართ განხორციელებულ არასათანადო მოპყრობის სავარაუდო ფაქტების დაუყოვნებლივ გამოძიების დაწყების წინადადებით მიმართა.

შს სამინისტროს დროებითი მოთავსების იზოლატორში განთავსებული ბრალდებული ვ.ბ. საქართველოს სახალხო დამცველის რწმუნებულმა 2015 წლის 4 ივლისს მოინახულა.

ვ.ბ.-ს განცხადებით, იგი 3 აგვისტოს, თბილისში, ე.წ. აფრიკის დასახლებაში დააკავეს და შინაგან საქმეთა სამინისტროს ისანი-სამგორის რაიონის მთავარ სამმართველოში წაიყვანეს, სადაც სამმართველოს უფროსის მოადგილემ და ერთ-ერთი პოლიციის განყოფილების უფროსმა მას სიტყვიერი და ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენეს. ვ.ბ.-ს თქმით, შემდეგ იგი გადაიყვანეს ვარკეთილის პოლიციის განყოფილებაში, სადაც ერთ-ერთმა თანამშრომელმა სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენა და ლიკვიდაციით, ასევე, ცოლის და დის გაუპატიურებით ემუქრებოდა. შემდეგ სხვა პოლიციელებთან ერთად მიაყენა სიტყვიერი და ფიზიკური შეურაცხყოფა.

მონახულებისას ვ.ბ.-ს სხეულზე სხვადასხვა სახის დაზიანებები აღენიშნებოდა. ამასთან, დაზიანებების შესახებ მითითებულია შსს დროებითი მოთავსების იზოლატორში დაკავებულის გარეგნული დათვალიერების ოქმში, სადაც ბრალდებული აღნიშნავს, რომ დაზიანება მიიღო დაკავებისას.

სახალხო დამცველი მიიჩნევს, რომ არასათანადო მოპყრობის საჩივრის/შეტყობინების მიღებისთანავე, გამოძიება უნდა დაიწყოს დაუყოვნებლივ, ხოლო მსჯავრდებულთა სხეულებზე არ­სე­ბუ­ლი დაზიანებების ხარისხის, ხასიათის, ხანდაზმულობის, წარმოშობისა და განვითარების მექანიზმის დასადგენად, აუცილებელია მოხდეს დროული სასამართლო-სამედიცინო ექსპერტიზის დანიშვნა და ჩატარება.

სამუშაო საათები: ორშაბათი–პარასკევი 9:00–18:00
ცხელი ხაზი: 1481 (24/7)