წინადადებები.

წინადადება საქართველოს მთავარ პროკურორს ბრალდებულის მიმართ განხორციელებულ შესაძლო არასათანადო მოპყრობასთან დაკავშირებით

2015 წლის 28 ოქტომბერს საქართველოს სახალხო დამცველმა ბრალდებულ ო.რ.–ს მიმართ განხორციელებული შესაძლო არასათანადო მოპყრობის ფაქტზე გამოძიების დაწყების წინადადებით მიმართა საქართველოს მთავარ პროკურორს.

საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს თბილისისა და მცხეთა–მთიანეთის დროებითი მოთავსების იზოლატორში განთავსებულმა ბრალდებულმა ო.რ.მ 2015 წლის 15 ოქტომბერს საქართველოს სახალხო დამცველის რწმუნებულებს განუცხადა, რომ იგი 2015 წლის 13 ოქტომბერს, დილით დააკავეს საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლებმა, ჩასვეს ავტომანქანაში და ფიზიკური და სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენეს.

დროებითი მოთავსების იზოლატორში შედგენილი გარეგნული დათვალიერების ოქმის თანახმად, ო.რ.–ს აღენიშნებოდა „მარცხენა თვალბუდის არე მცირედ შეშუპებული, მარჯვნივ ზურგზე და ფერდქვეშ არეში ექსკორიაცია. მისი გადმოცემით, დაზიანებები მიიღო დაკავებისას.“

საქართველოს სახალხო დამცველის მიიჩნევს, რომ დაკავებული პირის ნებისმიერი განცხადება/ინფორმაცია, რომლის თანახმად, მის მიმართ სამართალდამცავების მხრიდან ადგილი ჰქონდა ძალადობას, წარმოშობს სახელმწიფოს ვალდებულებას – დაიწყოს გამოძიება. ამასთან, სახელმწიფოს ვალდებულება – დანაშაულის ფაქტზე (მათ შორის, პოლიციელის მიერ დანაშაულის ჩადენის შემთხვევაში) განახორციელოს შესაბამისი სამართლებრივი რეაგირება: ჩაატაროს ეფექტიანი გამოძიება, აუცილებლად გულისხმობს და მოიცავს მის ინსტიტუციურ და პრაქტიკულ დამოუკიდებლობას.

სამუშაო საათები: ორშაბათი–პარასკევი 9:00–18:00
ცხელი ხაზი: 1481 (24/7)