წინადადებები.

წინადადება მთავარ პროკურორს ბადრაგის ქმედებებთან დაკავშირებით

სახალხო დამცველმა წინადადებით მიმართა მთავარ პროკურორს, დაიწყოს გამოძიება საბადრაგო სამმართველოს თანამშრომლების მხრიდან ქუთაისის #2 დაწესებულებში განთავსებულ მსჯავრდებულთა მიმართ განხორცილებული შესაძლო დანაშაულის შესწავლის მიზნით.

2014 წლის 7 ნოემბერს სახალხო დამცველის რწმუნებულებმა ქუთაისის #2 სასჯელაღსრულების დაწესებულებაში მოინახულეს მსჯავრდებულები გ.ს-ს, გ.ს-ს და ნ.თ-ს. მსჯავრდებულთა განცხადებით, მიმდინარე წლის 4 ნოემბერს მათი ქუთაისის სააპელაციო სასამართლოში ტრანსპორტირების დროს ბადრაგის თანამშრომლები პროვოკაციულად იქცეოდნენ. სასამართლოში მიყვანის შემდგომ, კი სამივე მსჯავრდებული დროებითი მოთავსების იზოლატორის სხვადასხვა საკანში მოათავსეს, რამაც მსჯავრდებულთა პროტესტი გამოიწვია. პროტესტს ერთ–ერთ ბადრაგთან სიტყვიერი შეკამათება მოჰყვა, რაც ურთიერთ შეურაცხყოფაში გადაიზარდა. გაბრაზებული ბადრაგი გავიდა რამდენიმე წუთით და გ.ს-ს საკანთან იარაღით დაბრუნდა. სამივე მსჯავრდებული ცალსახად აცხადებს, რომ ბადრაგმა გ.ს-ს საკნის კარის სარკმელიდან იარაღი დაუმიზნა და მოკვლით დაემუქრა.

სასამართლო პროცესის დასრულების შემდეგ, მათ იზოლატორის შენობაში დაახლოებით საბადრაგო სამმართველოს ოცამდე თანამშრომელმა სამივე მსჯავრდებული სასამართლოს შენობაში ცემეს. შემდეგ ისინი კვლავ ქუთაისის #2 დაწესებულებაში დააბრუნეს.

მსჯავრდებულებს სახალხო დამცველის რწმუნებულებთან შეხვედრის დროს, სხეულზე მრავლობითი დაზიანებები აღენიშნებოდათ. დაზიანებების არსებობას ადასტურებს ასევე დაწესებულების ბრალდებულთა/მსჯავრდებულთა ტრავმების აღრიცხვის ჟურნალის ჩანაწერები და 4 ნოემბერს სად-ის #2 დაწესებულების მორიგე ექიმის მიერ შედგენილი შემოსულ მსჯავრდებულთა გარეგნული დათვალიერების აქტები.

სამუშაო საათები: ორშაბათი–პარასკევი 9:00–18:00
ცხელი ხაზი: 1481 (24/7)