წინადადებები.

სახალხო დამცველის წინადადება სასოფლო–სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთების გასხვისების თაობაზე

2017 წლის 7 დეკემბერს საქართველოს სახალხო დამცველმა წინადადებით მიმართა საქართველოს პრემიერ–მინისტრს, საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრს, სსიპ სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოს თავმჯდომარეს და ბორჯომის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარეს, არ გასხვისდეს სახელმწიფოს ან მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული სასოფლო–სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთები დაბა ბაკურიანსა და სოფელ დიდი მიტარბის ტერიტორიაზე, მიმდინარე სისხლის სამართლის საქმეზე გამოძიების დასრულებამდე.

დაბა ბაკურიანისა და სოფელ დიდი მიტარბის მოსახლეობის ნაწილს გააჩნია მიწის მართლზომიერი მფლობელობის დამადასტურებელი დოკუმენტები, რაც მათ აღნიშნულ ნაკვეთებზე საკუთრების უფლების რეგისტრირაციის კანონიერ საფუძველს აძლევს. აღნიშნულ პროცესს აფერხებს ბორჯომის მუნიციპალიტეტის გამგეობის თანამშრომელთა მიერ სამსახურებრივი უფლებამოსილების ბოროტად გამოყენების შესაძლო ფაქტზე მიმდინარე გამოძიება.

გასათვალისწინებელია, რომ ამჟამად, ბორჯომისა და დიდი მიტარბის ტერიტორიაზე სახელმწიფო მის საკუთრებაში არსებულ მიწის ნაკვეთებს განკარგავს. შედეგად, მოსახლეობის უმეტესობა, რომლებიც წლების განმავლობაში ფაქტობრივად ფლობენ სასოფლო–სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთებს, გააჩნიათ შესაბამისი დოკუმენტები და ვერ ახდენენ მათზე საკუთრების რეგისტრაციას, საკუთრების უფლების შელახვის რეალური საფრთხის წინაშე დგანან.

სამუშაო საათები: ორშაბათი–პარასკევი 9:00–18:00
ცხელი ხაზი: 1481 (24/7)