წინადადებები.

არასათანადო მოპყრობის ფაქტზე გამოძიების დაწყების წინადადება საქართველოს მთავარ პროკურორს

2016 წლის 27 აპრილს საქართველოს სახალხო დამცველმა მოქალაქე გ.ა.–ს მიმართ პოლიციის თანამშრომელთა მიერ განხორციელებული შესაძლო არასათანადო მოპყრობის ფაქტზე გამოძიების დაწყების წინადადებით მიმართა საქართველოს მთავარ პროკურორს.

მოქალაქის განმარტებით, იგი 2016 წლის 25 აპრილს თბილისში, საკუთარ საცხოვრებელ სახლში დააკავეს საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს საპატრულო პოლიციის თანამშრომლებმა, დაადეს ხელბორკილები და ჩასვეს პოლიციელთა ავტომანქანაში. როგორც გ.ა. აცხადებს, პოლიციელმა მ.ყ.–მ ჯერ სახის არეში დაარტყა ხელი, შემდეგ სხეულზე რამდენჯერმე ფეხი. დაკავებული გადაიყვანეს პოლიციის განყოფილების ეზოში, სადაც რამდენიმე პოლიციელი სცემდა და აყენებდა სიტყვიერ შეურაცხყოფას, ხოლო მ.ყ. სექსუალური ხასიათის ძალადობრივი ქმედების განხორცილებით დაემუქრა. ამასთან, პოლიციელები ემუქრებოდნენ ოჯახის წევრების გაუპატიურებით.

თბილისისა და მცხეთა–მთიანეთის დროებითი მოთავსების იზოლატორში შედგენილი გარეგნული დათვალიერებისა და საქართველოს სახალხო დამცველის რწმუნებულთან გასაუბრებისას შედგენილი ოქმების მიხედვით, გ.ა.–ს სხეულის დაზიანებები აღენიშნება.

სამუშაო საათები: ორშაბათი–პარასკევი 9:00–18:00
ცხელი ხაზი: 1481 (24/7)