წინადადება სპეციალური პენიტენციური სამსახურის N3 დაწესებულებაში განთავსებული მსჯავრდებულის მიერ სატელეფონო საუბრის უფლებით სარგებლობის შესახებ
2021 წლის 23 აპრილს სახალხო დამცველმა იუსტიციის მინისტრს მიმართა და მოითხოვა (1) უზრუნველყოს N3 დაწესებულებაში განთავსებული მსჯავრდებულის მიერ სატელეფონო საუბრის უფლებით შეუფერხებლად სარგებლობა მისთვის სასურველ ნებისმიერ სააბონენტო ნომერზე, კანონით დადგენილი წესით; (2) სამსახურებრივი შემოწმების ჩატარების გზით, დადგინდეს, რა მიზეზით და ვის მიერ ეზღუდებოდა პატიმარს სატელეფონო საუბრის უფლება