წინადადება შსს-ს თანამშრომლის მიერ მოქალაქის გადაადგილების თავისუფლების უფლების უსაფუძვლოდ შეზღუდვის თაობაზე
2019 წლის 25 მარტს სახალხო დამცველმა წინადადებით მიმართა შინაგან საქმეთა მინისტრს და მოითხოვა სამსახურებრივი შემოწმების დაწყება შსს-ს თანამშრომლის მიერ უფლებამოსილების შესაძლო არაჯეროვანი შესრულების ფაქტზე, რამაც კონკრეტული მოქალაქის გადაადგილების თავისუფლების უფლების უსაფუძვლოდ შეზღუდვა გამოიწვია.