წინადადება შინაგან საქმეთა სამინისტროს უფლებამოსილი თანამშრომელის მიმართ დისციპლინური სამართალწარმოების დაწყების შესახებ
2022 წლის 9 ივნისს სახალხო დამცველმა წინადადებით საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრს მიმართა და მოითხოვა შინაგან საქმეთა სამინისტროს უფლებამოსილი თანამშრომლის მიმართ დისციპლინური სამართალწარმოების დაწყება, ვინაიდან მან არ ჩაატარა ჯეროვანი სამსახურებრივი შემოწმება მოქალაქის უფლებების სავარაუდო დარღვევის ფაქტზე.